მოჰამედ სისოკო - სადიო მანე უფრო გადავა „რეალში“, ვიდრე სალაჰი
მოჰამედ სისოკო - სადიო მანე უფრო გადავა „რეალში“, ვიდრე სალაჰი

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სისოკომ სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„უფრო დიდი შანსია, რომ მადრიდში მანე აღმოჩნდეს, და არა სალაჰი. სადიოს ზუსტად ისეთი თვისებები აქვს, როგორიც ახლა ზინედინ ზიდანს სჭირდება. მე ვფიქრობ, სწორედ ის გადავა „რეალში“. რაც შეეხება სალაჰს, არ ვიცი, დარჩება თუ არა ის გუნდში, მაგრამ მისი წასვლა „ლივერპულისთვის“ შესაძლოა სასარგებლოც გამოდგეს. გუნდი ჭკვიანურად მოქმედებს და მის შემცვლელს აუცილებლად იპოვიან“, – ამბობს სისოკო. – „პოგბა? ვიცი, რომ ის ზიდანს მოსწონს, მაგრამ ალბათ პოლი უფრო „იუვენტუსში“ დაბრუნებას ამჯობინებს“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპული ჩემპიონატები და უეფას ეგიდით მიმდინარე ევროტურნირები განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.