მოჰამედ სალისუ „საუთჰემპტონში“ გადავიდა
მოჰამედ სალისუ „საუთჰემპტონში“ გადავიდა

„ვალიადოლიდის“ მცველი მოჰამედ სალისუ „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი გახდა, – იუწყება ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

21 წლის ფეხბურთელთან „საუთჰემპტონის“ ხელმძღვანელობამ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2019/20 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა „ვალიადოლიდის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt.com მოჰამედ სალისუს სატრანსფერო ღირებულებად 10.8 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებს.