მოჰამედ სალაჰს სამი მატჩის გამოტოვება ემუქრება
მოჰამედ სალაჰს სამი მატჩის გამოტოვება ემუქრება

„ლივერპულის“ ფორვარდის მოჰამედ სალაჰის მეორე ტესტმა კორონავირუსზე ისევ დადებითი შედეგი აჩვენა.

ახლა, ეგვიპტელ ფეხბურთელს კიდევ ერთი კვირის გატარება მოუწევს სამშობლოში, რადგან პრემიერლიგის მიერ დაწესებული სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ნებისმიერმა ფეხბურთელმა 10-დღიანი იზოლაცია უნდა გაიაროს, სანამ შეძლებს ინგლისში დაბრუნებას ან თავის გუნდთან ერთად ვარჯიშს.

ასე რომ, სალაჰი მხოლოდ 28 ნოემბერს მოახერხებს „ლივერპულში“ დაბრუნებას, შესაბამისად, ის გამოტოვებს სამ შეხვედრას – „ლესტერთან“, „ატალანტასთან“ და „ბრაიტონთან“. ეგვიპტელის მოედანზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 1 დეკემბერს, როცა „ლივერპული“ შეხვდება „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგაზე.