მოჰამედ სალაჰმა „ტრაბზონთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

19:18, 04.08.2026

ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ახლოს არის „ტრაბზონსფორში“ გადასვლასთან.

თურქი ჟურნალისტის, იაგიზ საბუნჯოგლუს ინფორმაციით, „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, თურქულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გასულ სეზონში 34 წლის სალაჰმა პრემიერლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი