მოჰამედ სალაჰმა „ტრაბზონში“ პირველად გაიტანა #1TVSPORT

00:28, 24.08.2026

„ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა პირველად გაიტანა გოლი თავის ახალ კლუბ „ტრაბზონსფორში“. 34 წლის გარემარბმა დუბლი შეასრულა თურქეთის ჩემპიონატის მატჩში „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ. შეხვედრა „ტრაბზონმა“ 2:1 მოიგო.

მანამდე ეგვიპტელმა ორი მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში და შედეგიანი მოქმედებები არ ჰქონია: „ფერენცვაროსთან“ (0:1) ევროპის ლიგაზე და „ქასიმფაშასთან“ (1:1) თურქეთის ჩემპიონატში.

მოჰამედ სალაჰი „ტრაბზონსფორში“ ამ ზაფხულს გადავიდა „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შემდეგ.

მსგავსი