მოჰამედ სალაჰმა თითქმის დაადასტურა „ლივერპულიდან“ წასვლა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰმა თითქმის დაადასტურა „ლივერპულიდან“ წასვლა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა ინგლისურ კლუბში თავისი მომავლის შესახებ ილაპარაკა. ეგვიპტელ ფეხბურთელს ჰკითხეს, რატომ არის პრემიერლიგაში გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე პრიორიტეტული.

„სავარაუდოდ, ბოლო სეზონს ვატარებ კლუბში და მინდა, ის განსაკუთრებული იყოს ქალაქისთვის.

ჯერჯერობით ასეა – ეს ჩემი ბოლო ექვსი თვეა. არ არის არანაირი პროგრესი ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა სალაჰმა Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

32 წლის ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.