მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკო“ ანტუან გრიზმანის პოტენციურ შემცვლელად მოჰამედ სალაჰის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
იმის გათვალისწინებით, რომ სალაჰი ამჟამად თავისუფალი აგენტია, მადრიდულ კლუბს სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის ხელფასი და ხელშეკრულების გაფორმების ბონუსი საკმაოდ სოლიდური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი ეგვიპტელისთვის გარკვეულწილად რთული გამოდგა, მან აქტივში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მაინც ჩაიწერა.
მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და გუნდი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.