მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი გუნდში 2027 წლის ზაფხულის ჩათვლით დარჩება, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სალაჰის წინა ხელშეკრულება „ლივერპულთან“ 2025 წლის ივნისში იწურებოდა და რამდენი თვის მანძილზე მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა. წლის დასაწყისში ეგვიპტელი გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ლივერპული“ ბრწყინვალე გუნდია. კონტრაქტი გავაფორმე, რადგან მჯერა, შანსი გვაქვს, კიდევ მოვიგოთ ტიტულები. აქ საუკეთესო წლები გავატარე და საბედნიეროდ, ათწლიანი კარიერა გამომივა. მსურს, ფანებს ვუთხრა, რომ მოხარული ვარ დარჩენით“, – განაცხადა სალაჰმა.

32 წლის ფეხბურთელი „ლივერპულს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ დრომდე სალაჰმა ინგლისური გრანდის მაისური 394-ჯერ მოირგო და 243 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ის ახლოსაა, წელს პრემიერლიგა მეორედ მოიგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ 2027 წლამდე ხელშეკრულებას ვირჯილ ვან დაიკთანაც გაახანგრძლივებს. შესაბამისად, კლუბის ლეგენდების გვერდით მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს, რომელიც „ლივერპულს“ ზაფხულში შეუერთდება.