მოჰამედ სალაჰმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონ ევროზე მეტი გაიღო
მოჰამედ სალაჰმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონ ევროზე მეტი გაიღო

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტეში კორონავირუსთან ბრძოლას მილიონ ევროზე მეტი შესწირა.

„სალაჰმა 20 მილიონი ეგვიპტური ფუნტი (1.17 მილიონი ევრო) გაიღო კორონავირუსისთვის საბრძოლველად. ეს არის ნამდვილი ეგვიპტელის საქციელი. სალაჰი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახდა”, – დაწერა ტვიტერში ეგვიპტის სპორტის ყოფილმა მინისტრმა ჰალედ აბდულაზიზმა.

19 მარტის მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსის 210 შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.