მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველის, სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა შედეგიანი მოქმედებების თვალსაზრისით.

სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში 234 მატჩი ჩაატარა, მან 148 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში, მას 213 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა, სტივენ ჯერარდს კი 212 ჰქონდა.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წელს იტალიური „რომადან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, 11 გოლთან ერთად, შვიდ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

ამჟამად „ლივერპული“ პრემიერლიგაში 37 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.