მოჰამედ სალაჰმა „ბარსელონას“ საკუთარი თავი შესთავაზა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰმა „ბარსელონას“ საკუთარი თავი შესთავაზა #1TVSPORT

კვლავაც გაურკვეველი რჩება „ლივერპულის“ ფორვარდის მოჰამედ სალაჰის მომავალი. ესპანური პრესისთვის ცნობილი გახდა ეგვიპტელისთვის კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, სალაჰმა საკუთარი თავი შესთავაზა „ბარსელონას“. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს არ სურს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლა, რადგან გრძნობს, რომ ჯერ ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

თავის მხრივ, „ბარსელონამ“ გამოამჟღავნა ინტერესი ასეთი ვარიანტის მიმართ. კლუბში მიაჩნიათ, რომ სალაჰი შეტევის გაძლიერებისთვის იდეალური შესაძლებლობა იქნება.

მაგრამ აღნიშნავენ, რომ სალაჰი კლუბს შეიცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაგრძელებას. სწორედ ეს არის ეგვიპტელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი.