მოჰამედ სალაჰმა აფრიკის თასზე გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა გამარჯვება მოუტანა ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის თასის პირველი ტურის მატჩში.
ეგვიპტელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2:1 დაამარცხეს ზიმბაბვე.
ანგარიში შეხვედრაში ზიმბაბვეს ფორვარდმა პრინს დუბემ გახსნა. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ომარ მარმუშმა 64-ე წუთზე გაათანაბრა, სალაჰმა კი გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკამ 2:1 მოუგო ანგოლას.