მოჰამედ სალაჰი - ურუგვაისთვის მზად ვიქნები
მოჰამედ სალაჰი - ურუგვაისთვის მზად ვიქნები

ეგვიპტის ნაკრების ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის განცხადებით, მზად იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაისთან პირველი ტურის მატჩისთვის, რომელიც 15 ივნისს, ეკატერინბურგში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო. უფრო ადრე დაიწერა, რომ სალაჰი ვერ შეძლებდა ურუგვაისთან მატჩისთვის აღდგენას.
“ვპირდები ჩემს გულშემატკივრებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა მზად ვიყო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ავასრულო ეგვიპტის ოცნება. ამჟამად, თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ და მზად ვიქნები ურუგვაისთან სათამაშოდ. ჩემს ოცნებაზე უარი არასოდეს ვიტყვი”,- განაცხადა სალაჰმა.

“ლივერპულის” ფორვარდი ქაიროში ეგვიპტის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, მაგრამ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია.