მოჰამედ სალაჰი ოლიმპიადაზე ითამაშებს

20:40, 13.02.2020

ეგვიპტის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შაუქი გარიბმა განაცხადა, რომ აპირებს „ლივერპულის“ ფორვარდის მოჰამედ სალაჰის გამოძახებას 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის.

ოლიმპიურ თამაშებზე 23-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები თამაშობენ, მაგრამ თითოეულ გუნდს აქვს უფლება, განაცხადში ჰყავდეს ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელი.

ოლიმპიური ტურნირი ფეხბურთში 22 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი