მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია
მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია

პრემიერლიგის მე-14 ტურში “სტოკის” წინააღმდეგ გატანილი ორი გოლის შემდეგ, “ლივერპულის” ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირებში დაწინაურდა.

ამ დუბლის წყალობით, მერსისაიდელთა გოლეადორმა თავისი მონაგარი 17 ბურთამდე აიყვანა. აქ იგულისხმება ყველა ტურნირზე ჩატარებული ოფიციალური მატჩები.

სალაჰი ერთი ბურთით უსწრებს ლიონელ მეისის (“ბარსელონა”), ორით – ნეიმარს (პსჟ) და ექვსით – კრიშტიანუ რონალდუს (“რეალი”).

ეგვიპტელმა 17 გოლი 21 მატჩში გაიტანა. მის ანგარიშზე, აგრეთვე, ოთხი შედეგიანი პასია.

მოჰამედ სალაჰი “ლოვერპულმა” 2017 წლის ზაფხულში “რომადან” 42 მილიონ ევროდ შეიძინა.