მოჰამედ სალაჰი - „ლივერპულში“ ჩემს უკანასკნელ სეზონს ვატარებ #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰი - „ლივერპულში“ ჩემს უკანასკნელ სეზონს ვატარებ #1TVSPORT

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა „სკაი სპორტსთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ გუნდში ბოლო სეზონს ატარებს.

სალაჰის მოქმედი კონტრაქტი ინგლისური ფეხბურთის გრანდთან 2025 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ინტერვიუში სალაჰმა აღნიშნა, რომ ძალიან სურს, ინგლისის პრემიერლიგა მოიგოს და ეს მისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება.

„ძალიან მსურს, გუნდთან ერთად პრემიერლიგა მოვიგო, რადგან აქ ეს ჩემი ბოლო წელია. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგა უფრო პრიორიტეტული იყო, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მინდა, ამ ქალაქს რაღაც განსაკუთრებული მივცე“, – განაცხადა სალაჰმა.

ეგვიპტელი ფეხბურთელი „ლივერპულში“ 2017 წლიდან ირიცხება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.