მოჰამედ სალაჰი „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰი „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახლოსაც არ არიან ხელშეკრულების გაგრძელებასთან. ამის ფონზე ეგვიპტელ ფორვარდთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სალაჰმა რამდენიმე ევროპულ კლუბთან გამართა მოლაპარაკებები.

ერთ-ერთი კლუბი, რომელმაც ყველაზე დიდი ინტერესი გამოიჩინა ეგვიპტელის გაფორმების მიმართ, მილანის „ინტერია“. „ნერაძური“ სალაჰს განიხილავს, როგორც შემადგენლობის სტრატეგიულ გაძლიერებას. ასევე, ფორვარდმა დადებითად უნდა იმოქმედოს კლუბის პრესტიჟის ამაღლებაზე.

გარდა ამისა, სალაჰის შეძენის სურვილს ინარჩუნებენ საუდის არაბეთის კლუბები, მაგრამ „ლივერპულის“ ლიდერი ევროპაში კარიერის გაგრძელებისკენ იხრება.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულში“ დარჩენა გადაწყვიტა და მხარეებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.