მოჰამედ სალაჰი ინგლისში წლის ფეხბურთელი გახდა
მოჰამედ სალაჰი ინგლისში წლის ფეხბურთელი გახდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე პრიზი „ლივერპულის“ ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს გადაეცა.

მთავარ ნომინაციაში ეგვიპტელის კონკურენტები იყვნენ – კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ლეროი სანე („მანჩესტერ სიტი“) და დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“).

სალაჰი 2017-18 წლების სეზონში:

* პრემიერლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა;
* საშუალოდ მატჩში 0.93 გოლი გაიტანა;
* ყოველ 86 წუთში გააქვს გოლი;
* მარჯვენა ფეხით ხუთი გოლი გაიტანა, მარცხენათი – 24, თავით – ორი;
* 28 გოლი გაიტანა საჯარიმოს შიგნიდან, სამი – საჯარიმოს გარედან;
* ყველაზე მეტი საგოლე პასი გაუკეთა მანემ – ექვსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა – ხუთი, ფირმინომ – სამი;
* ყველაზე მეტი გოლი გაუტანა „უოტფორდს“ – ხუთი, სამ-სამი გოლი გაუტანა – „საუთჰემპტონს“, „ვესტ ჰემს“, „ლესტერსა“ და „ტოტენჰემს“.