მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 29-ე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონი“ 3:1 დაამარცხა და მეორეადგილოსან „არსენალს“ 16 ქულით გაასწრო.

აღნიშნულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა „ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა. მეორე გოლი მისთვის პრემიერლიგაში 184-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის არგენტინელ სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა და ტურნირის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მასთან ერთად მეხუთე ადგილს იყოფს.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერია, ინგლისელის ანგარიშზე 260 გოლია. მეორე ადგილს 213 გოლით ჰარი კეინი იკავებს, მესამეზე 208 გოლით უეინ რუნია, ხოლო მეოთხეადგილოსანი ენდი კოულია – 187 გოლი.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ წევრი 2017 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში მან მეტოქეთა კარში 27-ჯერ გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის, ბევრი გამოცემის აზრით, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატია.