მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს ვერ დაეხმარება
მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს ვერ დაეხმარება

ეგვიპტის ნაკრების ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა. მიზეზი ის დაზიანებაა, რომელიც „ლივერპულის“ ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ პრემერლიგის ბოლო ტურის მატჩში მიიღო.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ეგვიპტელს კოჭის ძველი ტრავმის რეციდივი აქვს.

მოჰამედ სალაჰი ინგლისში დაბრუნდება და ვერ დაეხმარება ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის ერთა თასის შესარჩევ მატჩებში კენიასა (14 ნოემბერი) და კომორას (18 ნოემბერი) წინააღმდეგ.