მოჰამედ სალაჰი ჩამოყალიბდა, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT
მოჰამედ სალაჰი ჩამოყალიბდა, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ახალ სელშეკრულებას გააფორმებს ინგლისურ კლუბთან.

როგორც ჟურნალისტი ფრანსუა პლატო სოციალურ ქსელში წერს, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა პრაქტიკულად შეათანხმა ახალი კონტრაქტის პირობები ლივერპულელებთან.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ „რომადან“ 2017 წელს გადავიდა. ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.