მოჰამედ კუდუსი „ვესტ ჰემში“ გადასასვლელად ემზადება #1TVSPORT
მოჰამედ კუდუსი „ვესტ ჰემში“ გადასასვლელად ემზადება #1TVSPORT

„აიაქსის“ განელი ნახევარმცველი „ვესტ ჰემში“ გადასვლას გეგმავს. მოჰამედ კუდუსი არ მალავს, რომ ინგლისურ კლუბში თამაში სურს და ელოდება, როდის დასრულდება მოლაპარაკება მის ტრანსფერთან დაკავშირებით.

„„ვესტ ჰემის“ წარმომადგენლებთან ინტენსიური საუბარი მაქვს და ეს, რა თქმა უნდა, „აიაქსში“ კარგად იციან. ახლა ველოდები, რომ კლუბებმა ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიონ“, – აცხადებს მოჰამედ კუდუსი. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური გუნდი ხუთწლიან კონტრაქტს ამზადებს.

ახლად დაწყებულ სეზონში კუდუსმა „აიაქსის“ შემადგენლობაში სამი მატჩი გამართა და ოთხი გოლის ავტორი გახდა.