მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებული ქვეყნების მიმართ ვაშინგტონის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ.
„ამერიკელებმა იციან, რომ მათი მუქარისა და ხმამაღალი განცხადებების არავის სჯერა. ეკონომიკური თვალსაზრისით, შეერთებული შტატები არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები კიდევ უფრო შეზღუდოს“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.
ღალიბაფის განცხადებით, ირანის სავაჭრო პარტნიორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ აშშ-ის ახალი მუქარები მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ირანის სავაჭრო პარტნიორებმა, როგორც საჯაროდ, მედიაში, ისე ჩვენთვის გამოგზავნილ შეტყობინებებში, განაცხადეს, რომ ამ განცხადებებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ“, – წერს ღალიბაფი.