მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის ნავთობისა და გაზის აქტივებზე ნებისმიერი თავდასხმა საპასუხო ნაბიჯს გამოიწვევს

02:05, 08.09.2026

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის ნავთობისა და გაზის აქტივებზე ნებისმიერი თავდასხმა საპასუხო ნაბიჯს გამოიწვევს. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ენერგეტიკული კომპანიები და ობიექტები დაუცველები არიან და თეირანს შეუძლია, საპასუხო ნაბიჯი გადადგას.

„ყველაფერი მარტივადაა: ნავთობისა და გაზის წარმოების ჯაჭვი აქ გაშლილი, ხელმისაწვდომი და დაუცველია. ამ წყლებსა და ობიექტებზე მომუშავე ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიები იზიარებენ ამ დაუცველობას. თუ ჩვენს აქტივებს დაარტყამთ, დაზარალდებით. ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ. ჰკითხეთ იმ ბაზებს, რომლებიც აღარ არიან სიცოცხლისუნარიანი“, – წერს ღალიბაფი ​სოციალურ ქსელში.

ღალიბაფმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი თეირანს დაემუქრა, რომ მის ნავთობტანკერებს ჩაძირავდა.  ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ ირანის ტანკერების ფლოტი დაუცველია და აშშ-ის თვითმფრინავებს, გემებსა და წყალქვეშა ნავებს საჭიროების შემთხვევაში მათზე თავდასხმა შეუძლიათ.

მსგავსი