მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ამერიკელებს რეგიონში ახალი სამხედრო აღჭურვილობა შემოაქვთ და აცხადებენ, რომ ომის შეჩერებას ცდილობენ, ჩვენ ამერიკული თამაშების ამოცნობის დაოსტატების ეტაპს მივაღწიეთ და ამის საფუძველზე მოვემზადეთ
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანი „ამერიკულ თამაშებზე“ არ წამოეგება. მისივე თქმით, ირანი აშშ-ის ტაქტიკის ამოცნობაში დახელოვნდა და „დაოსტატების ახალ ეტაპზე“ გადავიდა.
„ამერიკელებს რეგიონში ახალი სამხედრო აღჭურვილობა შემოაქვთ და აცხადებენ, რომ ომის შეჩერებას ცდილობენ. ისინი ფსონს დებენ, რომ ჩვენი დაზვერვის მონაცემები მათი IQ-სავით დაბალია. ჩვენ ამ ამერიკული თამაშების ამოცნობის დაოსტატების ეტაპს მივაღწიეთ და ამის საფუძველზე მოვემზადეთ. ქმედებებმა უნდა დაადასტუროს მტკიცებები და არა ეწინააღმდეგებოდეს მათ“, – აცხადებს ღალიბაფი.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ირანის რევოლუციურ გვარდიაში განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებენ. მათივე თქმით, ირანის თავდასხმები გაგრძელდება, რათა შტატების აგრესიას უპასუხოს.