მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი - ამერიკელების მუქარას ანგარიშს არ ვუწევთ, მათთვის უმჯობესია, ფრთხილად იყვნენ თავიანთ განცხადებებთან, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, სხვაგვარად უპასუხონ
მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი - ამერიკელების მუქარას ანგარიშს არ ვუწევთ, მათთვის უმჯობესია, ფრთხილად იყვნენ თავიანთ განცხადებებთან, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, სხვაგვარად უპასუხონ

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანის წინააღმდეგ ვაშინტონის მუქარა არ მუშაობს.

მისივე თქმით, აშშ ახლა სასოწარკვეთის ზღვარზეა და მათთვისვე უკეთესია, თუ სიფრთხილეს გამოიჩენენ. ღალიბაფმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანი მზადაა, საპასუხოდ იმოქმედოს.

„ნუთუ არ ფიქრობენ,  მათ მუქარას რომ რამე შედეგი ჰქონოდა, დღეს სასოწარკვეთილების ზღვარზე არ მივიდოდნენ? ჩვენ ამერიკელების მუქარას ანგარიშს არ ვუწევთ. მათთვის უმჯობესია, ფრთხილად იყვნენ თავიანთ განცხადებებთან, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, სხვაგვარად უპასუხონ. რაც არ უნდა თქვან, ჩვენ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ღალიბაფმა.