მოჰამედ ალის შვილიშვილმა პროფესიულ რინგზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

14:25, 30.01.2022

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მოჰამედ ალის შვილიშვილმა, ნიკო ალი უოლშმა ორთაბრძოლა გამართა საკრივო საღამოზე, რომელსაც ოკლაჰომას შტატის ქალაქმა ტალსმა უმასპინძლა.

ალი უოლშის მოწინააღმდეგე იყო ჯერემია იეგერი. ბრძოლა მეორე საშუალო წონაში (76.2 კოლგრამი) გაიმართა და მეორე რაუნდში ალი უოლშის ნოკაუტით დასრულდა.

ამჟამად, მოჰამედ ალის შვილიშვილს პროფესიულ რინგზე ოთხიდან ოთხი მოგება აქვს.

https://twitter.com/i/status/1487592523958784001

მსგავსი