მოგვეცით ტანკები და უყურეთ ჩვენს გამარჯვებას – უსიკმა უკრაინის მოკავშირეებს მიმართა #1TVSPORT
JEDDAH, SAUDI ARABIA - AUGUST 20: Oleksandr Usyk celebrates with a flag of Ukraine after their victory over Anthony Joshua in their World Heavyweight Championship fight during the Rage on the Red Sea Heavyweight Title Fight at King Abdullah Sports City Arena on August 20, 2022 in Jeddah, Saudi Arabia. (Photo by Francois Nel/Getty Images)
სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, ალექსანდრ უსიკმა მოუწოდა მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას იარაღით რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში.
მოკრივის აზრით, ახლა უკრაინელები თავს იცავენ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.
„დღეს უკრაინა – ღობეა, რომელიც აკავებს დაუჯერებელი რაოდენობის კანიბალებს, რომლებსაც ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა სურთ.
უკრაინა – ეს არის ღობე, რომელიც აკავებს რუსეთს. მოგვეცით ტანკები, იარაღი და უყურეთ ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა უსიკმა Тhe Guardian-სთვის მიცემულ ინტერვიუში.