მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი - ტოჩინოშინმა იჩინოჯოსთან იორიკირის ილეთით დათმო (ვიდეო)

ნოემბრის ბაშოს მეათე დღეს ქართველი მებრძოლი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა. ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინის მეტოქეს 9-დან მხოლოდ 2 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ლევანს კი დადებითი ბალანსი გააჩნდა – 5:4.

იჩინოჯომ პირველივე შეტაკებისას მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი ქამარში, მეტად აქტიურადაც დაიწყო და საბოლოოდ ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

5-5 მოგება-წაგება ქართველის აქტივში.