მოგება „ვიტ ჯორჯიასთან“ - „სიონი“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
მოგება „ვიტ ჯორჯიასთან“ - „სიონი“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT

ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგისთვის მზადებას განაგრძობს და მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც გამარჯვებას მიაღწია.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისური გუნდის სპარინგ-პარტნიორი ლიგა 2-ის წარმომადგენელი „ვიტ ჯორჯია“ იყო. შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

„სიონიდან“ თომა ტაბატაძემ დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ვარლამ კილასონიას და გიორგი კორიფაძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით აიღო.

გიორგი დარასელიამ „ვიტ ჯორჯიასთან“ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

„სიონი“: სეფიაშვილი, ტვილდიანი (კორიფაძე), კილასონია, ჯაფიაშვილი (ლაშა უგრეხელიძე), ნემსაძე (ჩუკურვა), ბენგალა (მესიაჩენკო), დუმბია, გიორგი უგრეხელიძე (ნიკა ხორხელი), ღამბარაშვილი (ჩაგანავა), რაფაელი (ლუკა ხორხელი), კოხრეიძე (ტაბატაძე).

ბოლნისის „სიონი“ კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 31 იანვარს გუნდი ოლიმპიურ კომპლექსში „შევარდენს“ დაუპირისპირდება.