მოგება ძლიერ მეტოქესთან - ბათუმის „დინამომ“ კვეკვესკირის „ლეხი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მოგება ძლიერ მეტოქესთან - ბათუმის „დინამომ“ კვეკვესკირის „ლეხი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბელეკის შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ პირველი სპარინგი გამართა პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერთან, ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხთან“ და 2:1 დაამარცხა.

პოზნანისლეხმა“ წინა შეხვედრები დამაჯერებალდ მოიგო და პოლონელებისთვის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგობა მოულოდნელი აღმოჩნდა. გუნდმა თავიდანვე პრესინგით ითამაშა და დაწინაურების შანსი მე-11 წუთზე ჰქონდა. ბარტოშ სალამონის შეცდომით ბათუმელ თავდამსხმელს შეეძლო ესარგებლა, მაგრამ, მისი დარტყმული ძელს მოხვდა. გამოუყენებელი მომენტისთვის ბათუმელები დაისაჯნენ – მსაჯმა უხეშობისთვის „დინამოს“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც დანი რამირესმა გამოიყენა. „ლეხს“ მეორეს გატანაც შეეძლო, მათ მეორე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კრისტოფერ ველდეს დარტყმა მიხეილ ალავიძემ მოიგერია.

ქართველები მოქმედებებს თავდაპირველად მარცხენა ფლანგზე ახორციელებდნენ, სადაც ირაკლი აზაროვი აქტიურობდა. შესვენებამდე დინამოელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დანი რამირესმა საჯარიმოში ჩაბრაძესთან იუხეშა, მერე ხელიც ჰკრა და მოედნიდან გააძევეს, პენალტი კი ლადო მამუჩაშვილმა გამოიყენა.

ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.

მეორე ტაიმში „დინამო“ თორნიკე გაფრინდაშვილმა შესანიშნავი შორეული დარტყმით დააწინაურა. ამ მომენტიდან პოლონელების შემტევები უფრო კარგად უტევდნენ, მაგრამ საჯარიმოში შეღწევისას პრობლემები ექმნებოდათ. ნიკა კვეკვესკირის (მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა) საჯარიმო დარტყმის შემდეგ გიორგი ბეგაშვილმა ბათუმელები აშკარა გოლისგან იხსნა და საბოლოოდ, „დინამომ“ ძლიერ მეტოქესთან გაიმარჯვა.

ლეხ პოზნანი – დინამო ბათუმი 1:2

გოლები: დანი რამირესი (14) – ლადო მამუჩაშვილი (48), თორნიკე გაფრინდაშვილი (59)