მოგება დრამატულ მატჩში - ქართველმა 19-წლამდელებმა ესტონელები ბოლო წამებზე დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
მოგება დრამატულ მატჩში - ქართველმა 19-წლამდელებმა ესტონელები ბოლო წამებზე დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესტონელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერადაც დაამარცხა, მაგრამ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ახლა ეს ბოლო წამებზე მოახერხა.

პირველი მატჩი ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:2 მოიგო. ამჯერად, ესტონელები ტაიმის მიწურულს მარტინ ვეტკალმა დააწინაურა. 90 წუთი ისე მიილია, ესტონელები 1:0-ს იგებდნენ. თუმცა, ჩვენებმა შეხვედრის შემოტრიალება ბოლო წუთზე შეძლეს.

მთავარმა არბიტრმა 4 წუთი დამაატა და მაისურაძის გუნდმა ეს დრო ეფექტურად გამოიყენა. 90+2-ე წუთზე ანგარიში ნიკა სიხარულაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. 90+5-ე წუთზე ჩვენებმა საჯარიმო შეასრულეს, შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა, გიორგი პირტახიამ ესტონელთა  ახლოდან აიღო და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 1:2 გაიმარჯვა.


ესტონეთი U19 – საქართველო U19 1:2


გოლები: 1:0 ვეტკალი (45), 1: 1 სიხარულაშვილი (90), 1:2 პირტახია (90)

საქართველო U19: ლუკა ხარატიშვილი, დავით გოგოტიშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, გიორგი პირთახია, ოთარ მამაგეიშვილი, ზურაბ რუხაძე, ლუკა გაგნიძე (კ), ჯადული იობაშვილი, ლუკა კეკელიძე, გიორგი გვიშიანი

შეცვლაზე: ლევან თანდილაშვილი, გიორგი ამბროსიძე, მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზი ცხოვრებაშვილი, ლუკა წულუკიძე, გიზო მამაგეიშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი კვერნაძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე