მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ტოჩინოშინი დადებით ბალანსზეა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუმოს ტურნირის მე-7 დღეს ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ივლისის ბაშოზე მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-5 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა, რომელსაც დღევანდელ ბრძოლამდე 2 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა. ტოჩინოშინის ბალანსი კი გუშინდელი მარცხის შემდეგ თანაბარი იყო.

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – მძლავრი შეჯახების შემდეგ, ორივე მათგანმა მოახერხა მეტოქის ქამარში ხელების ჩავლება, სადანოუმი ერთ-ერთ ეპიზოდში უკეთეს პოზიციაში იყო და ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეეძლო, მაგრამ გორგაძე ამ სიტუაციიდან გამოძვრა და იორიკირით მოიგო.

ქართველი სუმოისტის მეტოქე ხვალ, 17 ივლისს მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯი იქნება, რომელსაც 5 მოგება და 2 წაგება აქვს. ტოჩინოშიინის ბალანსი კი 4-3-ზეა.