მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ბასილაშვილმა რუანის ჩელენჯერზე ფრანგი მეტოქე დაამარცხა #1TVSPORT
მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ბასილაშვილმა რუანის ჩელენჯერზე ფრანგი მეტოქე დაამარცხა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ რუანში მიმდინარე ჩელენჯერზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა, სადაც მასპინძელ ანტუან ჰოანგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში (7:6, 4:6, 2:6)  დაამარცხა.

პირველ პარტიაში ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკი აიღეს და ბასილაშვილმა ტაიბრეიკის საშუალებით მოახერხა დაწიანურება. მეორე სეტში უკეთესი ფრანგი ჩოგბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 6:4 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. ბოლო პარტია ქართველი ჩოგბურთელის დიდი უპირატესობით წარიმართა და ნიკოლოზმა მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი კვლავ ფრანგ ჩოგბურთელს, მატიას ბურჟეს დაუპირისპირდება.