მოგება ჩეხეთთან - ჩიტაურის 17-წლამდელებმა გასვლაზე იმარჯვეს
მოგება ჩეხეთთან - ჩიტაურის 17-წლამდელებმა გასვლაზე იმარჯვეს

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთის თანატოლთა გუნდთან სტუმრად ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა ჩეხებმა კარგად დაიწყეს და 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი ჩიტაურმა გუნდის შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, უპირატესობა მოიპოვა და გიორგი ჩხეტიანის, ლუკა გაგნიძისა და გიორგი გვიშიანის გოლებით 3:2 გაიმარჯვა.

საქართველო U17: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, აბუაშვილი, თუთაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოტიშვილი, მაყიშვილი, იობაშვილი.