მოგება ბოლო წუთებზე - „მერანი“ უდანაკარგოდ თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT
მოგება ბოლო წუთებზე - „მერანი“ უდანაკარგოდ თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის მორიგი შეხვედრა „მურთაზ ხურცილავა -არენაზე“ გაიმართა – მარტვილის „მერანმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გადაწყდა. გამარჯვების მომტანი გოლი „მერანის“ კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ გაიტანა – მარტვილელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ასპროცენტიანი შედეგით ქობულეთის „შუქურასთან“ ერთად 6 ქულით ლიდერობენ.

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ტურის ბოლო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება – „რუსთავი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ეროვნულ ლიგა 2

მე-2 ტურის შედეგები:

მერანი მრ – გარეჯი 1:0

სპაერი – შევარდენი 1:2

დინამო ზგ – მერანი თბ 1:0

შუქურა – ვიტ ჯორჯია 3:0