მოფარიკავეთა განახლებულ დარბაზში მემორიალი გაიხსნა

19:09, 30.06.2020

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის განახლებულ დარბაზში სპეციალურად შექმნილი მემორიალის, „ოლიმპიელი მუშკეტერები“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ვეტერან და მოქმედ მოფარიკავეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განახლებული დარბაზში ყველანაირი პირობა არის იმისათვის, რომ მოფარიკავეები მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მაღალ დონეზე მოემზადონ.

მსგავსი