მოემზადეთ სპორტის ისტორიაში უდიადესი დაბრუნებისთვის - კონორ მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მოემზადეთ სპორტის ისტორიაში უდიადესი დაბრუნებისთვის - კონორ მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ტრავმის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.

„ტრავმის შემდეგ პირველად ვივარჯიშე. სიამოვნება! როგორც ჩემი კარგი მეგობარი არნოლდ შვარცენეგერი ამბობს: „მე დავბრუნდები, ნაძირლებო! დავბრუნდები და შურს ვიძიებ!“

მადლობა ჩემს ექიმებსა და გუნდს იმისათვის, რომ ოპერაციის შემდეგ ასე სწრაფად დამაყენეს ფეხზე! სამუშაო ბევრია, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ამის გაკეთება შემიძლია.

მოემზადეთ სპორტის ისტორიაში უდიადესი ქამბექისთვის!“ – დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე და მწვრთნელთან ვარჯიშის ვიდეოც დაურთო.

ბოლო ბრძოლა მაკგრეგორმა UFC 264-ის ტურნირზე დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა პირველ რაუნდში შეწყვიტეს იმის გამო, რომ მაკგრეგორმა მარცხენა ფეხი მოიტეხა. მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება პორიეს მიანიჭა.