მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი აქტივისტი მცხეთის პოლიციაში გამოიკითხება
მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი აქტივისტი მცხეთის პოლიციაში გამოიკითხება

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ოთხი აქტივისტი: მიშა ქუმსიშვილი, ბექა ნათელაშვილი, ირაკლი ქართველიშვილი და ლევან ლელაშვილი მცხეთის პოლიციაში გამოიკითხება.

„გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტის, მიშა ქუმსიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მათი მოძრაობის წევრებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქცია გამართეს, მას მცხეთის პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა და გამოკითხვაზე დაიბარა.

სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება მათი სასამართლო პროცესიც.

„გაბედეს“ წევრების თქმით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხულიგნობას და პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.