მოდრიჩს „რეალში“ დარჩენის იმედი აქვს #1TVSPORT
მოდრიჩს „რეალში“ დარჩენის იმედი აქვს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი იმედოვნებს, რომ კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეძლებს ესპანურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას.

36 წლის ხორვატის მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2022 წლის ივნისში იწურება.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მოდრიჩის ოცნებაა – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში, შემდეგ რეკონსტრუირებულ „სანტიაგო ბერმაბეუზე თამაში, რომლის გახსნა 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

ვარაუდობენ, რომ მოდრიჩი კარიერის დასრულებას 2023 წლის ზაფხულში აპირებს, ამიტომაც იმედოვნებს „რეალის“ დარწმუნებას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე.