მოდრიჩმა მბაპეს „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა #1TVSPORT
მოდრიჩმა მბაპეს „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა #1TVSPORT

„რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდულ გრანდში შესაძლო გადასვლაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„პრესაში ყოველთვის იწერება სხვადასხვა ტრანსფერის თაობაზე. მბაპე დიდი ფეხბურთელია, ეს მან კლუბშიც და ნაკრებშიც უკვე დაამტკიცა. „რეალში“ მბაპესნაირ ტალანტებს დიდი სიხარულით მიიღებენ, უბრალოდ, ჯერ სეზონი დამთავრებული არ არის და ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში, კილიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – განაცხადა Goal-თან მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და „რეალში“ გადასვლას გეგმავს.