მოდრიჩმა აიაქსთან დაპირისპირებამდე რონალდოს დანაკლისზე ისაუბრა
მოდრიჩმა აიაქსთან დაპირისპირებამდე რონალდოს დანაკლისზე ისაუბრა

აიაქსთან დაპირისპირებამდე, ლუკა მოდრიჩს კრიშტიანუ რონალდუს მიერ სამეფო კლუბის დატოვების შესახებაც დაუსვეს კითხვა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ მადრიდის რეალის პრობლემების უმთავრესი მიზეზი პორტუგალიელი ვარსკვლავის არყოფნა.

„კრიშტიანუ რონალდუ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. მისი შემცვლელის პოვნა თითქმის შეუძლებელია. რონალდუ ძალიან გვაკლია. მას სეზონში 50 გოლი გაჰქონდა და რასაკვირველია, ასეთ ფეხბურთელს ვერ იპოვი. მისი როლის შეთავსება მადრიდის რეალის ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელს დაევალა, მაგრამ ეს მარტივი საქმე არ არის. კრიშტიანუ ჩვენთან აღარაა, მაგრამ მის დანაკლისზე 10 წლის განმავლობაში ვერ ვიწუწუნებთ. კლუბი ენდობა ბეილს, ასენსიოს, ბენზემას, მარიანოს, ვინისიუშს. გარეტ ბეილი ბედნიერია და ენერგიით აღსავსე. არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც მას კლუბისთვის გაუკეთებია. უელსელმა უნდა იშრომოს, იშრომოს და კვლავაც იშრომოს“, – ციტირებს ოქროს ბურთის ჯილდოს მფლობელის სიტყვებს ესპანური გამოცემა ასი (AS).