მოდრიჩი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„მილანის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სახის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
როგორც ხორვატული გამოცემა Sportske Novosti წერს, 40 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსთან“ ბოლო ტურის მატჩში სახის ძვლის ორმაგი მოტეხილობა მიიღო და სეზონის დარჩენილ მატჩებში ვერ დაეხმარება „მილანს“.
ამასთან, მოდრიჩი შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, რომელიც 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
ლუკა მოდრიჩი „მილანში“ 2025 წლის ზაფხულიდან თამაშობს.