მოდრიჩი მოურინიოზე - განსაკუთრებული და სამართლიანი, ის ყველას ერთნაირად ეპყრობოდა #1TVSPORT
„მილანის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აზრი გამოთქვა მწვრთნელებზე, რომლებთან ერთადაც საკლუბო კარიერისას მუშაობდა.
ხორვატმა ჟოზე მოურინიოზე ილაპარაკა: „განსაკუთრებული. როგორც მწვრთნელი, ასევე ადამიანი. სწორედ მას უნდოდა ჩემი ხილვა „რეალში“. მოურინიოს გარეშე მე იქ ვერასოდეს მოვხვდებოდი. სამწუხაროა, რომ ერთად მხოლოდ ერთი სეზონი გავატარეთ“.
კითხვაზე – ვინ არის მოურინიოს, ანჩელოტისა და ალეგრის შორის ყველაზე ხისტი მწვრთნელი – მოდრიჩმა უპასუხა:
„მოურინიო. მე ვნახე, როგორ მიიყვანა მან გასახდელში კრიშტიანო რონალდო ცრემლებამდე, რადგან ის ერთხელ არ გაეკიდა მცველს. არადა, რონალდო იყო ადამიანი, რომელიც 100 პროცენტით იხარჯებოდა მოედანზე.
მოურინიო ძალიან სწორხაზოვანი იყო მოთამაშეებთან, მაგრამ სამართლიანი. მას ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდა სერხიო რამოსთან და ახალბედასთან: თუ რაიმეს თქმა უნდოდა, ის ყოველთვის ამბობდა. ალეგრიც ასეთია: ის პირდაპირ სახეში გეუბნება, რა არის სწორი და რა – არა. სამართლიანობა – ეს ყველაფრის საწყისია“, – განაცხადა მოდრიჩმა.