მოდრიჩი კარიერის დასრულებას გეგმავს #1TVSPORT
„მილანისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას გაკეთებას გეგმავს, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.
აღნიშნავენ, რომ 40 წლის ფეხბურთელი ამის გაკეთებას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებს.
უფრო ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩი არ აპირებს მილანურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას და შეიძლება „რეალში“ დაბრუნდეს.