მოდრიჩი - ჩემი მიზანი კარიერის „რეალში“ დამთავრებაა
მოდრიჩი - ჩემი მიზანი კარიერის „რეალში“ დამთავრებაა

​„რეალის“ ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი გამოტყდა,რომ კარიერის დამთავრებას მადრიდულ გრანდში გეგმავს, იტყობინება Goal-ი.

„ჩემი პირადი მიზანი და დიდი სურვილია – კარიერა სამეფო კლუბში დავამთავრო, ეს იქნება იდეალური სცენარი. ამისათვის მაღალ დონეზე ასპარეზობა უნდა გავაგრძელო. ამ სეზონში რეალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხის გამოსწორებაა,“-მოჰყავს მოდრიჩის სიტყვები Goal-ს.

ადრე იწერებოდა, რომ ხორვატის შეძენა „ინტერს“ ჰქონდა განზრახული. შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.