მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია

20:20, 21.03.2019

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ვერსიით. პრიზი ფეხბურთელს აზერბაიჯანთან ევრო 2020-ის მატჩის წინ გადასცეს.

მოდრიჩმა ხმის მიცემისას 419 ქულა დააგროვა. მან გაუსწრო ჩოგბურთელებს – ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290).

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი.

მსგავსი