მოცურავე ნოე ფანცხავამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა #1TVSPORT
მოცურავე ნოე ფანცხავამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა #1TVSPORT

ახალგაზრდა ქართველმა მოცურავემ, ნოე ფანცხავამ თურქეთის ქალაქ ედირნეში მიმდინარე თასის გათამაშებაზე 50 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში, იუნიორების კატეგორიაში – ოქროს, ხოლო აბსოლუტურში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნოე ფანცხავამ შედეგით 0:25.79 მის მიერვე დამყარებული საქართველოს რეკორდი (0:25.88) გააუმჯობესა. ამ მაჩვენებლით ნოემ 777 ქულა დააგროვა და ზაფხულში იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია კიდევ ერთხელ მოიპოვა.

ფანცხავა ხვალ – 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, ხოლო ზეგ ამავე სტილით 200-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზებს.