მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT
მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი 2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.