მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა
მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა

გიბრალტარში ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მის ფარგლებში სულ შვიდი სხვადასხვა რანგის ტურნირი ჩატარდა.

ქალთა ჩათვლაში ბოლო ტურამდე ლიდერობდა ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი, თუმცა, ბოლო ტურის პარტია შავი ფიგურებით გერმანელ ფალკო ბინდრიხთან წააგო და, საბოლოოდ, 6.0 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი 50-ე ადგილზე გავიდა. ქართველმა მოჭადრაკემ თავის სარეიტინგო აქტივს 16 ქულა დაუმატა.
ქალთა შორის ჩემპიონი გახდა ლეგენდარული შვედი, 54 წლის პია კრამლინგი. მისი მონაგარი 6.5 ქულა იყო. ამ ტრიუმფისთვის მას 15 ათასი ფუნტი ერგო.

გიბრალტარის „მასტერსში“ საქართველოს ქალთა ნაკრების კიდევ სამმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა: 117-ე ადგილზე გავიდა ბელა ხოტენაშვილი – 5.5 ქულა; 131-ე იყო სალომე მელია – 5.0 ქულა და 133-ე – ნანა ძაგნიძე – 5.0 ქულა.

კაცებში 10 ტური გაიმართა და ერთდროულად შვიდმა მონაწილემ გაიყო პირველი ადგილი 7.5 ქულით. დაინიშნა დამატებითი ტაი-ბრეიკი, რომელიც სომეხმა ლევონ არონიანმა მოიგო. სწორედ მან დაისაკუთრა მთავარი პრიზი.